-
2014-08-24 20:44
„ფეისბუქზე“ პოპულარულია ტიტე კვარაცხელიას სტატუსი, რომელიც „ცხრა წელის“ თემას ეხება.
"მალე შემოვა 2015 წელი, აჰა გავიდა 2 წელი, ჰოდა:
1.ცხრაწელ დაბლოკილო მომღერლებო, სადაა თქვენი დიდი შემოქმედება, გაავსეთ მაყურებლებით სტადიონები და ფილარმონია?
2.ცხრაწელ ფუნჯწართმეულო მხატვრებო, როდის აწყობთ დიადი შედევრების გამოფენას?
3.ცხრაწელ კალამწართმეულო პოეტებო და მწერლებო, როდის უნდა გამოსცეთ მსოფლიო დონის ნაწარმოებები?
4.ცხრაწელ ტანჯულო თეატრალებო, როდის უნდა გააკვირვოთ თქვენი სპექტაკლებით ლონდონი, მილანი და ტაგანროგი?
5.ცხრაწელ დაჩაგრულო მეცნიერებო, სადაა თქვენი ნობელის პრემიის სადარი სამეცნიერო შრომები,-რატომ არ ბეჭდავთ?
6.ფუ, სატანა-გამოვტოვე
7.ცხრაწელ უვარჯიშებელო სპორტსმენებო, სადაა დაპირებული ჩინ-მედლები, აბიბინებული სტადიონები?
P.s. თქვენ, ვინც ამ კატეგორიაში გადიხართ, თქვენს სფეროში ხელმოცარულნი იყავით, თქვენი ამბიცია კი დაიკმაყოფილეთ ამ წივილ-კივილით,-ისტორია არასოდეს დაგივიწყებთ ამას".
ტიტე კვარაცხელია