-
2014-08-24 17:59
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს - ამის შესახებ ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" თავად დაწერა. როგორც აღმოჩნდა, ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როცა პროკურატურა ჟურნალისტს მოწმის სტატუსით დაკითხავს.
"უკვე მესამე საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში მოწმის სახით ,ჩვენების მისაცემად.....პირველად-ეროსის საქმეზე....მეორედ -გოგირდის აბანოების თემაზე,რომელსაც ოდესღაც გადაცემა მივუძღვენი(2005 თუ 2006-ში).....და სამწუხაროდ,ბევრი დეტალი აღარ მახსოვს იმ ამბების......ამჯერად კი დაბარებული ვარ შვიდ ნოემბერზე...", - წერს ინგა გრიგოლია.