
„Ice Bucket Challenge“-ის საქველმოქმედო აქციაში ერთ-ერთი პირველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩაერთო.
ნინიმ სოფო ნიჟარაძე, ბიჭოლა თეთრაძე, ქრისტინე იმედაძე და თეონა კონტრიძე გამოიწვია.
ნინის გამოწვევა მიიღო ქრისტინე იმედაძემ და თავის მხრივ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიწვია.
24 საათი ისე გავიდა, რომ არც სოფო ნიჟარაძე და არც ყოფილი პრეზიდენტი აქციაში არ ჩართულან.
ნინის არც სოციალურ ქსელში გასცა პასუხი სოფო ნიჟარაძემ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნიჟარაძე „ფეისბუქზე“ აღარ აქტიურობს.
ფოტოები ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში იყო გადაღებული, სადაც წყვილი ლინკოლნის ცენტრის ფესტივალს დაესწრო.
reitingi.ge