-
2014-08-21 11:51
ბერმა იოანე მჭედლიძემ დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლა "საძაგელი ფესტივალის" გახსნას დაუკავშირა და გაიხსენა, რომ პირველი მეწყერი დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწვა. ბერი "ფეისბუქში" წერს, რომ ვიღაცისთვის, შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევა იყოს.
"ორი საათიც არ იყო გასული ამ საძაგელი ფესტივალის დაწყებიდან და განსაცდელმაც არ დააყოვნა. დევდორაკზე, დარიალის ხეობაში ზვავი ისევ ჩამოწვა და სავარაუდოდ, უფრო დიდი. ცნობისათვის, წინა 17 მაისს მოხდა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამთხვევაა მხოლოდ, მაგრამ როდემდე იქნებით ასე დამთხვეულები ნეტავ. უფალმა იხსნას განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები. ამინ!", - აცხადებს ბერი იოანე "ფეისბუქზე".