მომღერალმა გამოწვევა ანრი ჯოხაძისგან მიიღო. თავად კი აქციაში მონაწილეობისკენ ქრისტინე იმედაძეს, თეონა კონტრიძეს, სოფო ნიჟარაძეს და ბიჭოლა თეთრაძეს მოუწოდა.
აქციამ „აქციე ქველმოქმედება ცხოვრების წესად“ სტარტი უკვე რამდენიმე დღეა აიღო.
მასში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. თავზე წყლის გადასხმასთან ერთად მონაწილეები სხვადასხვა დაავადებით დასნეულებულებს ფინანსურად ეხმარებიან.