
გუშინ გერმანიამ მუნდიალის მასპინძელს ბრაზილიას 7:1 მოუგო.
ბრაზილიელი გულშემატკივრების იმედგაცრუებას ცოცხალი ლეგენდა და ფეხბურთის მეფე პელე „ტვიტერსა“ და „ფეისბუქში“ ასე გამოეხმაურა:
"ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი სიურპრიზების ყუთია. ამ შედეგს მსოფლიოში არავინ ელოდა. ვულოცავ გერმანიას", - წერს პელე.