-
2014-07-09 02:15
ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალურ შეხვედრას, სადაც პირველივე ტაიმში გერმანელებმა ფინალის საგზურზე დამაჯერებელი პრეტენზია განაცხადეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქის" ქართველ მომხმარებლებშიც.
შეიძლება ითქვას, რომ გერმანელთა შტურმმა გადაფარა დღის ყველა სხვა ცხელი თემა, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული თემები და ისრაელში, ლამის, ომის დაწყებაც კი.
"აფხაზეთის ხმამ" შეკრიბა პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშთან დაკავშირებული (0:5) "მარგალიტები". შეგახსენებთ, საბოლოოდ მატჩი დასრულდა 1:7.
Tamar A Mirianashvili
სცენარის მიხედვით, მეორე ტაიმში რჩეულიშვილი შემოდის, ღვინით და შოთით.
ირაკლი ჩხვირკია
ფეისბუკზე ისეთი სიჩუმეა, გერმანელებსაც კი არ სჯერათ რო ხუთით ნოლს იგებენ
პ.ს. მგონი მძინავს და რაღაც დებილობა სიზმარს ვხედავ.
Imeda Khatiashvili
ნაციონალების წინასაარჩევნო ხრიკია 5 გოლი.
Koba Gogidze
ჩემი მეგობარი წერს – ფახბურთის საყურებლად დავჯექი და გერმანულ პორნოს ვუყურებო!
ავი მუსაიფი
ბრაზილია-გერმანიას არ აყურებინოთ მცირეწლოვნებს...+18.
დოროთე გითოლენდია
ზა ტო, ბრაზილიაში სულ ზაფხულია.
זאַזאַ סוטידזה
ჰიტლერმა,დაანებეთ თავი ბრაზილიელებს,შეიბრალეთო
ზურაბ ჯანიაშვილი
ისე, ფეხბურთის წესებით, დანებება არ მოსულა, ხო?
Merab Metreveli
ახლა ნაღდად მეცოდება ბრაზილიის მთავრობა: აქციები აწი ნახეთ, თქვენ ლოზუნგით: რაში გადაყარეთ მილიარდები! ან: ნახევარფინალი ვჭამოთ?!
Irakli Zandarashvili
სულ მინდოდა რომ საქარველოს ნაკრებს ბრაზილიასავით ეთამაშა.. მგონი, ამიხდა
Elene Kalandadze
მკვდარი რომ იღიმება, ვიღაცას გაიყოლებსო ნათქვამია და ა, კი გაიყოლა ბრაზილია
ინგა ქვარცხავა
პირველად შემეხედა ეკრანისთვის, სადაც ფეხბურთი გადის. ნამდვილად ფეხბურთია თუ კალათბურთი?!
კობა სუბელიანი
მე მომკლეს, ბაბუ!.. - ნეიმარი
