
„ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „კლასიკური, გონებადახშული ჰომო-სოვეტიკუსი და თვლის, რომ მთავარია საბჭოთა „პირველი არხი“,- წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ,,ფეისბუქზე".
თარგამაძე ასე გამოეხმაურა ,,GDS"–ზე დაანონსებული გადაცემას, რომელსაც დადასტურებული ინფორმაციით ბიზინა ივანიშვილი ეკა ბერიძესთან ერთად გაუძღვება. შესახ
“აღსრულდა! ყველაფერი, რასაც ვიძახდით. გაფრთხილებდით. ვისაც გონება ბოლომდე არ გაქვთ დაბინდული, ზომბები არ ხართ და თავმოყვარეობის ნარჩენები მაინც გაგაჩნიათ. მოიპოვეთ ინფორმაცია თურქმენეთის მკვდარ ლიდერზე, ნიაზოვზე. იგივე თურქმენთა თავზე, თურქმენ ბაშიზე. ასე იწყებდა. უამრავი კანონდარღვევის გზით პირად კონტროლქვეშ მოქცეულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მიუხედავად იმისა, რომ ”იმედიც” მისია და GDS-იც, რატომ? იმიტომ, რომ ის გონებადახშულია, კლასიკური ჰომო სოვეტიკუსი და თვლის, რომ მთავარია საბჭოთა პირველი არხი! ჩემი მეგობარი ეკა ბერიძისა და ზვიძინას ერთობლივი გადაცემის დაანონსება ნიშნავს, რომ ამ ერთუჯრედიანს მიაჩნია, საქართველო თურქმენეთია.
მისდამი ბრმად გამყოლების მბჟუტავ ნაწილს მივმართავ: კარგით, საკუთარი თავმოყვარეობა ფეხქვეშ ამოუდეთ, ქვეყანა ხომ თქვენი ბავშვებისაა? ამის შემდეგი ნაბიჯი, ჟანრის კლასიკიდან გამომდინარე, იქნება, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომ პურს დედამისის სახელს დაარქმევს და რომელიმე თვეს ნეიტრალიტეტს. იხილეთ თურქმენეთის ქრონიკები.
მე ნანახი მაქვს და ზვიძინა, პირობას გაძლევ: საქართველო თურქმენეთი არ არის, არც პუტინხუილოს რუსეთია. ჰაკიმფაშას და შენი სათამაშოების დროებითი გამარჯვებები მარტო იმან განაპირობა, რომ შენგან განსხვავებით, ჩვენ სამშოლო გვიყვარს და სახელმწიფოს ვუფრთხილდებით.
დაიწყე ქადაგება და ჩვენი მოძულე ხალხიც მიხვდება, რომ შენ ხარ ერთი ჭორვილელი ავანტიურისტი, არარაობა, მულტფილმის ლურჯი მელია, რომლისავით აქედან ვეღარ გაასწრებ. ამ თვალთმაქცობის ტელევიზიით დაწყებას გილოცავ, საქართველო! ზვიძინა ჩაივლის მალე“, - წერს თარგამაძე.