
„არასდროს არავინ დააბრალოს ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთის დაკარგვა“,-ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს.
„შევარდნაძე შექსპირის გმირს მომაგონებდა, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო მასში: ტრაგიზმი, ბევრი ბედნიერი წუთიც განიცადა, ძალიან ბევრი ტრაგიკული მომენტი და ეპიზოდი იყო მის ცხოვრებაში. რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არავინ დააბრალოს შევარდნაძეს აფხაზეთის დაკარგვა“,-აცხადებს დოლიძე.