
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს არა მარტო სატელევიზიო თოქშოუდან, შიგადაშიგ „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდანაც ეხმაურება ხოლმე.
ამჯერად მან ასეთი შინაარსის მქონე სტატუსი გამოაქვეყნა:
„ღმერთო, ნუ დამაშტერებ ისე, რომ მხოლოდ პოლიტიკური ემოციებით ვიცხოვრო... რომ პოლიტიკური კონიუნქტურით და საჭიროების მიხედვით ვარჩიო მეგობრები...
რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყოს... რომ ვინც არაა პოლიტიკურად პოპულარული, მათთან მეგობრობის მეშინოდეს (თუ ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან ჩემი)...
რომ იძულებული ვიყო ვაზელინის პარტია მჭირდებოდეს პერიოდულობით....რომ მეგობრები საჭიროების და მომგებიანი მოცემულობის მიხედვით ვარჩიო)))))
დანარჩენს ყველაფერს მარტივად ეშველება და უფრო საამური იქნება ცხოვრება, ისევე , როგორც აქამდეც იყო.... მთელი 43 წლის განმავლობაში))))))))))“ - წერს ტელეწამყვანი.