ლალი მოროშკინა: „სრული კრახი განიცადა „ოცნებამ“

Image

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს სტრასბურგიდან ეხმაურება.

 

 

„სტრასბურგი 2014 წლის 16 ივნისი.

სრული კრახი განიცადა „ოცნებამ“- იმედია ეს თავადაც ესმით! წელიწადნახევარში ასეთი ვარდნა წარმოუდგენელია! 30%-იანი აქტიურობა ნიშნავს 70%-იან ნიჰილიზმს, რომელიც თქვენ ხალხში დათესეთ! 30% - იყვნენ ნაცების მობილიზებული დეიდა-ბიძიები, ოცნების სახელისუფლო რესურსი და ჩემი ოჯახისნაირი პატრიოტები, რომლებიც დადიან არჩევნებზე.

 

დედაჩემმა დამირეკა, გუშინ ცუდად ვიყავი, მაგრამ ირმა ინაშვილის გულისთვის მაინც წავედი არჩევნებზეო! ასე იცის კოჰაბიტაცია-ნაც„გათეთრებამ“. ხალხი თქვენგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა და არა ნაცების სრულ რეანიმირებას. ვინც სიმართლე ვთქვით კი ვართ,"ბორტს მიღმა", მაგრამ ვაი რომ თქვენს მმართველობას "ბორტიც" მორყეული აქვს.

 

გაამართლეთ ზონდერ- ჯალათები, დააწინაურეთ წამლის "ბარიგები" და მომხმარებლები, დაირიგეთ ასტრონომიული პრემიები და ნახავთ როგორი %-ით მიაღწევთ საპარლამენტო არჩევნებამდე! მე ვამხილე ზონდერები სად-ის დეპარტამენტში დარბაისელის თამადობით, მასალები დავდე სუსი-ის ამჟამინდელ უფროსზე, მალხაზ ჩიკვილაძეზე, რომელიც სანოძეს მოადგილე და ყველა ბინძური საქმის სულისჩამდგმელი იყო, და მერე რა???

 

მე ბოლომდე ვიბრძოლებ რომ მთელმა ევროპამ გაიგოს თქვენი ორმაგი სტანდარტები და ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, რადგან ერთ-ერთი თქვენთაგანი მეგონა თავი, ახლა კი ვიდევნები საკუთარი ქვეყნიდან! პოლოციამ არც კი მოახდინა რეაგირება ჩემს საჩივრებზე, რომელშიც პირდაპირი მუქარის ფაქტები იყო დაფიქსირებული!

 

მედალს მეორე მხარე აქვს, მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ ჟურნალისტები, ყველაზე დიდი ძალა ვართ და ყველაზე მაგარი თანადგომა ვიცით, მადლობა უკლებლივ ყველას გვერდში დგომისათვის, ეს ყველაფერი ამად ღირდა!!!

 

ამ არჩევნებმა დაამტკიცა ის რაც დიდი ხანია ვიცოდი, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ - ყველაზე ღირსეული პოლიტიკოსები არიან!!!

 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ხვალ 16.00 შეხვედრა მაქვს ადამიანის უფლებათა დამცველ უმაღლეს კომისართან, რომელსაც წვრილ-წვრილად მოვუყვები ჩვენი ქვეყნის ვარამს

 

ელიტარულ კორუფციასა და დამნაშავეების მფარველობაზე!!!

 

მიყვარხართ და მენატრებით“, - წერს მოროშკინა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი არჩევნებში მხარდაჭერას ირმა ინაშვილსა და მის პარტია "პატრიოტთა ალიანსს" უცხადებს.

 

„ირმა, ჩემო საყვარელო ადამიანო, მე და ირაკლიმ გავაღწიეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, ბინძური თამაშიდან, რომელსაც თავს გაზულუქებული ნარკომან-ზონდერები თავს გვახვევდნენ და არ დავბრუნდებით, სანამ შენნაირი, დათოსნაირი, სოსოსნაირი ადამიანები არ ჩაუდგებიან ქვეყანას სათავეში!

 

მიყვარხარ და გისურვებ გამარჯვებას! ჩემი ოჯახი შენს გვერდზეა, ჩვენ კი სტრასბურგიდან ვეცდებით გამარჯვებულები დავუბრუნდეთ სამშობლოს! „ფარით ან ფარზე“!“, - წერს მოროშკინა.

 

 

 

 

http://www.ambebi.ge/faceambebi/104476-ase-icis-kohabitacia-nacqgathethrebamq-lali-moroshkina-qocnebisq-krakhze.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !