
"ფეისბუქზე" ახალგაზრდების ჯგუფმა შექმნა გვერდი, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იქნება ორიენტირებული, ასევე, მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას გაუწევს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მის კომპიუტერში უცხო პირებს აქვთ წვდომა, უთვალთვალებენ, უსმენენ და სხვ.
გვერდის შექმნის ინიციატორები ე.წ. თეთრი ჰაკერები არიან - ახალგაზრდები, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია კიბერუსაფრთხოება და ამ კუთხით აუცილებელი ცოდნა და უნარები აქვთ განვითარებული. ერთერთი ინიციატორია ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც ამ დღეებში, საკუთარი სურვილით დაეხმარა რამდენიმე ჟურნალისტს, პირადი კომპიუტერში მონაცემთა ბაზის დაცვის თვალსაზრისით.
"ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულობთ ( ლინკი "ფეისბუქის" გვერდზე გადასასვლელად - https://www.facebook.com/cyberusafrtxoeba/ )
მოგესალმებით, ძვირფასო ინტერნეტ მომხმარებლებო.
ჩვენი გუნდი, რომელშიც ათამდე მოხალისე და რამდენიმე მცოდნე (ჰაკერი) გაწევრიანებული და რომელსაც სიმბოლურად Umbrella დავარქვით, მზად არის თქვენს სამსახურში ჩადგეს, სრულიად უანგაროდ, 24 საათის განმავლობაში.
Umbrella -ს შექმნის იდეა მოხალისეებს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლების გამო გაგვიჩნდა და ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ყველა იმ საკითხში, რაც ინტერნეტს და თქვენი უსაფრთხოების დაცვას ეხება.
ჩვენ მოგცემთ რჩევებს და გასწავლით თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან კიბერ პრობლემები, ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით დაიცვათ თქვენი პირადი ცხოვრება, დაიცვათ თქვენი პირადი ცხოვრების მასალები, პირადი მომწერები თუ სხვა ნებისმიერი დეტალები გასაჯაროებისგან!
ნებისმიერ შეკითხვას გავცემთ პასუხს და მოგაწვდით რჩევებს, თქვენი პირადი სივრცის დასაცავად სოციალურ ქსელებში.
Umbrella და მასში გაერთიანებული მოხალისეები კატეგორიულად ვგმობთ იმ ფაქტებს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილებისა თუ პირადი მიმოწერის გასაჯაროებას ეხება და დავდგებით ჩვენი საზოგადოების სადარაჯოზე, მანამ სანამ ეს პრობლემა ქვეყანაში სრულად არ იქნება ამოწურული.
გთხოვთ ნუ მოგვმართავთ კონკრეტული პიროვნების თვალთვალის გზით მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნების თხოვნით!!!".