„პოლიციამ დედას გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა“

Image

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე  „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი თამარ ფრანგიშვილი წერს.

 

 

„ძალიან განერვიულებული ვარ და როგორც იტყვიან, კანში ვერ ვეტევი, სურათები რომლებიც ავტვირთე ღამის 2.15 წუთზეა გადაღებული ხუდადოვის ქუჩაზე.

 

სწორედ მაგ დროს ჩემი სტუმრები გავაცილეთ მე და ჩემმა შვილებმა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ჩემს ხელშივე გაზრდილი მეზობლის ვაჟი, მეგობრებთან ერთად სერანადას უმღეროდა შეყვარებულს, ცოტა ხნის შემდეგ სიმღერ-სიმღერით აუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას.

 

მოულოდნელად სამოქალაქო მანქანიდან გადმოხტნენ ჩვენი საამაყო პოლიციელები და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოინდომეს ბიჭების დაკავება, მე და ჩემი შვილიც გავიქეცით მათ დასახმარებლად, მაგრამ ამაოდ, შევეჩეხე პირუტყვთა გროვას,რომელთაც არ სურდათ არავის მოსმენა და არც საქმის გარკვევა.

 

მათთან რომ ვერაფერს გავხდი, ბავშვების დედასთან გავიქეცი, მომეხმარე, შენი შვილები მიყავთ პოლიციაში-თქო, ისიც კისრისტეხით გამოიქცა და იცით რა მოხდა?!

 

გამწარებულ დედას პოლიციამ დედის გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა, წარმოიდგინეთ, ამის შემყურე მისი შვილები რა დღეში ჩავარდებოდნენ, მოკლედ, სიტუაცია უმართავი გახდა, პოლიციამ დამხმარე ჯგუფი  ჩემდა გასაკვირად მათ მომისმინეს, მაგრამ  ძაღლი ძაღლის ტყავს ხომ არ დაგლეჯდა?!

 

ჩემმა გოგონამ როცა პოლიციას კითხა, ეგ კანონის დარღვევა არ არის ქალს რომ ურტყამთ და დედას აგინებთო?! იცით რა პასუხი მიიღო პოლიციელებისგან?! ქალს არა, მანქანას ვაგინებდითო! დანარჩენი თქვენ განსაჯეთ!

 

ალბათ პოსტებიდანაც მატყობთ,რომ ვარ ყოვლად აპოლიტიკური ადამიანი, მხოლოდ სიბერეში მთელი ძალ–ღონე არ დავიშურე,არჩევნების დროს ვიყავი მარნეულში, სადაც დიდი რისკფაქტორი იყო, რათა ქართული ოცნებისთვის მხარი დამეჭირა, ახლა კი მრცხვენია ჩემი საქციელის. მრცხვენია ქართველობის, მრცხვენია ამ პოლიციელების დედების მაგიერ, რომელთაც გონიათ, რომ კაცები ყავთ გაზრდილი, მრცხვენია ამ პოლიციელების ოჯახის წევრების მაგიერ, რომელთაც ერგებათ ასეთი შრომით ნაშოვნი ლუკმა-პური.

 

ვიცი, ვიცი კი არა, დარწმუნებული ვარ ჩემი ხმა დარჩება, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ბევრიც გულში გაიცინებს, ეს მოცლილი ქალი ვინ არისო, მე კი ადგილს ვერ ვპოულობ, გაცოფებული ვარ.

 

ვინმეს შეუძლია მიპასუხოს:როდის დამთავრდება ეს განუკითხაობა?! ჩემი შვილიშვილი თუ მაინც იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი იკანონებს, სადაც ბოროტება არ იბოგინებს, სადაც სამართალი პურს ჭამს, სადაც მშვიდად დავიძინებ და ვიამაყებ ჩემი პოლიციით?!“.

 

ნუ განმსჯით, თუ ცოტა აბდაუბდა დავწერე, გულიც მიკანკალებს და ხელებიც ........“, - წერს ფრანგიშვილი.

dakaveba.jpg

dakaveba2.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !