
ანასტასია გონჩაროვა ,,ფეისბუქის“ გვერდიდან საზოგადოებას დამდეგ შობას ულოცავს მისი და მამის, კახა ბენდუქიძის სახელით.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გასულ თვეს კეთილი სიტყვებით გვერდში ამომიდგა.
ძალიან მენატრება მამა, მაგრამ მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ ზოგჯერ მგონია, რომ ის სადღაც ახლომახლოსაა. ზოგჯერ მგონია, რომ სამოგზაუროდ წავიდა, სადმე კიდევ ერთი ორი ქვეყნის გადასარჩენად, იქნება ეს უკრაინა, ალბანეთი, გუატემალა თუ გონდურასი.
ჩემი დევიზი ყოველთვის იყო „Amor Fati“. მამა ყოველთვის დამცინოდა ხოლმე ამ დევიზის გამო, მაგრამ ის მას ხელს არ უშლიდა ეთქვა ჩემთვის „Amor Fati“ როდესაც რაიმე ცუდი ხდებოდა ირგვლივ: „ჰა რა გჭირს “Amor Fati”.
„Amor Fati“ ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „საბედისწერო სიყვარული“- ურთიერთობა, სადაც თქვენ ხედავთ ყველაფერს, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, მათ შორის ტანჯვას და საყვარელი ადამიანის დაკარგვას, ის, თუ რამდენად კარგია ცხოვრება, ის, რომ ეს ადამიანი გჭირდებათ, ის, რომ ის არსებობს თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ ისინი (“Amor Fati”) ყოველთვის იქნებიან თქვენს ცხოვრებაში, მოგწონთ ეს თქვენ თუ არა.
ვწუხვარ, რომ ის წავიდა - არავის შეუძლია ამის გამოსწორება, მაგრამ თუ არ მივიღებ ამ რეალობას, ეს დროის ფუჭად ხარჯვას დაემზგავსება, რადგან ამ რეალობის შეცვლა შეუძლებელია.
ის მასწავლიდა, რომ უნდა მეცხოვრა ჩვენი მორალური კომპასის მეშვეობით. უნდა მეცხოვრა ჩვენი აზროვნებისთვის და ერთიანობისთვის და არ უნდა შემრცხვენოდა იმის, რასაც ვაკეთებდი.
მასწავლიდა, რომ უნდა მყვარებოდა ის, რასაც ვაკეთებ და უნდა მეამაყა ამით. უნდა მებრძოლა უსამართლობისთვის და სამართლიანობისთვის. მასწავლიდა მქონოდა საკუთარი აზრი და არ ვყოფილიყავი იდიოტი. მასწავლიდა ვყოფილიყავი თავისუფალი სტერეოტიპებისგან და ღია ცვლილებებისთვის.
ახლა ყველაზე მთავარია არ ვიყო მოწყენილი, გავუძღვე მის დატოვებულ სიკეთეებს ისე, რომ ის ზეციდან მიყურებდეს და ამაყობდეს.
დამდეგ შობას გილოცავთ ორი წითელი სანტა-კლაუსისგან“, - წერს ანასტასია.