
„რუსეთმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად“, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის მიერ მიღებულ შემაჯამებელ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ პრაქტიკული ზომები უნდა მიიღოს ცეცხლის შეწყვეტისთვის, მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებს, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ზემოქმედება მეზობელ ქვეყანაში და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“.
ამასთან, ევროკავშირის სამიტმა ევროკომისიას დაავალა, უკრაინის აღმოსავლეთით არსებული სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე, ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზნით.