-
2014-12-14 04:28
არსენ პავლოვი - დონბასელი სეპარატისტების ერთერთი ცნობილი ლიდერი-ბოევიკი, იგივე „მოტოროლა“ უკრაინის არმიის 93-ე ბრიაგდის მეთაურს „კუპოლს“ შეხვდა. ისინი ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
"ლაიფნიუსმა“ და „როსია 24“-მა, რომლებიც ექსკლუზიურად იღებდნენ სეხვედრას, სიუჟეტი მოამზადეს, რამაც მითქმა-მოთქმა უკრაინაშიც გამოიწვია. ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინელი სამხედროების ფრაზა: „ომით დავიღალეთ, მშვიდობა გვინდა“, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსულმა ტელეარხებმა ამოჭრეს ფრაზის დასასრული: „მაგრამ ჩვენს მიწაწყალს არ დავთმობთ“.
ასევე, კადრებში ვერ მოხვდა უკრაინელი სამხედოების ტრადიციული შეძახილი „დიდება უკრაინას!“ და ერთი სამხედრო პირის მიერ რუსი ჟურნალისტისთვის ნათქვამი: „გადაეცით კისელევს, რომ ის პიდაროსია...“
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და არ ასახავს რეალობას, ატო-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სელეზნიოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც დაადასტურა.