
რეჟისორი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გოგი თოდაძე 1968 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. მან დადგა ისეთი ცნობილი სპექტაკლები,
როგორიცაა"ეზოში ავი ძაღლია" და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
სამხატვრო ხელმძღვანელი. გახლდათ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გოგი თოდაძე მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის პრიზიორი იყო.