-
2014-05-08 12:17
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და უმაღლესი რადას თავჯდომარე, ალექსანდრე ტურჩინოვი, პირობას დებს, რომ პროვოკატორები, რომლებიც შეეცდებიან 9 მაისს შეიარაღებული შეტაკების ორგანიზების მოწყობას „საკადრის პასუხს“ მიიღებენ.
ამის შესახებ ტურჩინოვმა 8 და 9 მაისის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი მიმართვისას განაცხადა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 8 და 9 მაისი ხსოვნისა და შერიგების დღედ გამოაცხადა, როდესაც მსოფლიო, პატივს სცემეს მეორე მსოფლიო ომის ყველა მსხვერპლს. უკრაინელი ხალხი ამ საშინელი ტრაგედიის ცენტრში აღმოჩნდა და საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადა მშვიდობისთვის.“-ნათქვამია მიმართვაში.
მან ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და გაიხსენოს „რა არის პასუხისმგებელი საერთაშორისო პოლიტიკა.“
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26