
უკრაინელი მესაზღვრეები აღმოსავლეთ ნაწილში ალყაშემორტყმულები აღმოჩნდნენ-ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ფრაქცია „თავისუფლებიდან“ იური მიხალჩიშინმა ტელეკომპანია ZIK -თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ბევრი „შავი ხვრელია“ საიდანაც უკრაინაში რუსი დივერსანტების შეყვანა ხდება. უმაღლესი რადას დახურულ სხდომაზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარლამენტარები ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგებსა და სპეცოპერაციის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობდნენ.
გარდა ამისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს.