
წნორში , სიძესა და სიმამრს შორის დაწყებული დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ოჯახის წევრების თვალწინ სიმამრს სიძემ ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანა ამოიღო და მუცელში დაარტყა. ამის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მეზობლები ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სიძე-სიმამრს შორის დაწყებული შელაპარაკება დაპირისპირებაში გადადის.