
საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი პრეზიდენტთან, პრემიერთან და ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს შეხვდება.
უილიამ ჰეიგი უკვე საქართველოშია, შეხვედრა ბოკერიასთან და ბაქრაძესთან 09:00 საათზეა დაგეგმილი.
დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატის ვიზიტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდება. ჰეიგი საქართველოში უკრაინიდან ჩამოფრინდა.