
შვეიცარიელი გორჰან ჯი ტა ჰანიდა უკვე ორი წელია საქართველოში იმყოფება და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას აფარებს თავს.
იქვეა მისი 14 წლის აქლემი ჩინი, რომლითაც ჰანიდა გადაადგილდება. ამ ხნის განმავლობაში, რაც შვეიცარიელი საქართველოში იმყოფება, მისი აქლემი მოქალაქეებს უკვე ორჯერ დაესხა თავს.
როგორც ჰანიდა ამბობს, ორკუზიანი აქლემის ეს უნიკალური ჯიში მსოფლიოში სულ ათასამდეა შემორჩენილი. თავად გორჰანი 56 წლისაა,შვეიცარიაში, ერთ-ერთ ბოშათა ბანაკში დაიბადა დამოხეტიალე ცხოვრების დაუოკებელი სურვილი გენებში აქვს გამჯდარი.
გორანს ჩინის შესაჯვარებლად ასტრახანში გადაყვანა უნდა, სადაც ორკუზიანი აქლემები ბინადრობდნენ, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ. აქლემის პატრონს სხვადასხვა ქვეყანაში სამი ცოლი და შვიდი შვილი ჰყავს დატოვებული. მიუხედავად ამისა,ახლა ქართველ ქალს ეძებს.
გორჰან ჯი ტა ჰანიდას თქმით, მის აქლემსახლა სქესობრივად აქტიური პერიოდი აქვს. იმის გამო, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნას ვერ იკმაყოფილებს, ძალიან მალე ღიზიანდება. თუმცა ადამიანებზე თავდასხმის მიზეზი ის არის, რომ მას ხან ქვებს ესვრიან.
„ერთხელ ხეზე მივაბი და ცოტა მოშორებით საპირფარეშოში შევედი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დავბრუნდი და ვხედავ, ვიღაც ჯოხს უქნევს. ვუთხარი, შეჩერდი-მეთქი, მაგრამ მან პატრული გამოიძახა...
ეს დაახლოებით სამი კვირის წინ იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჯარიმის გადახდაც დამაკისრეს, მაგრამ ეს ტყუილია. შემიძლია იქით ვუჩივლო ჩემი აქლემის შეურაცხყოფისთვის... “ - ამბობს გორჰან ჯი ტა ჰანიდა.
„კვირის პალიტრა“