
წუხელ მცხეთასთან თბილისიდან მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა "ტრაილერს" შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომაქანაში მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი - დაშავდა. კადრები შემთხვევის ადგილიდან "პალიტრა ტვ"-მ გაავრცელა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავარიის დროს გარდაცვლილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი იმერლიშვილი აღმოჩნდა, - ცნობა ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, იმერლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
„აფხაზეთის ხმა“ წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.