
"თავისუფალი ზონის" აქტივისტი რუხაია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტის დროს დაშავდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯერ ღუდუშაურის კლინიკაში, რამდენიმე წუთის წინ კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
რუხაიას გარდა, ინციდენტის დროს "თავისუფალი ზონის" სხვა აქტივისტებიც დაშავდნენ. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სამართალდამცველებსა და სასამართლოს ეზოში შეკრებილ გიგი უგულავას მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ინციდენტის დროს დააკავეს ასევე ლევან ბეჟაშვილი და კოპტე გაბაშვილი, ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია ლევან ბეჟაშვილი.