-
2014-06-28 19:44
თბილისში ორმაგად ცხელა. ერთია, რომ ზაფხულია და მეორე - ეროვნული გამოცდები დაიწყო.
აბიტურიენტებმა ჯერჯერობით ქართულ ენასა და ლიტერატურაში სცადეს ბედი. ვინ როგორ გაართვა თავი ამოცანას, ამას მოგვიანებით გაარკვევენ...
მანამდე კი... რა შუაშია სიცხე და შოთა რუსთაველიო, იკითხავთ...
იმ შუაშია, რომ როგორც ჩანს, ორმაგი სიცხისგან ადამიანებს რამსები აერიათ და გვარიანად დარეტიანდნენ... ეს რომ ასეა და სხვანაირად არა, ერთ-ერთი აბიტურიენტის მიერ „aris.ge“-ს ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუც მოწმობს.
„რუსთაველის თინათინი ძაან ცუდია ადამიანია და ქართველ „დიშოვ“ გოგოებს ჰგავს-მეთქი - მსგავსი ტიპის ნაწერები მქონდა. დიახ, იმიტომ რომ ესეთ რაღაცეებზე ცხოვრებაში ცოტა თუ არ იცინე და იკაიფე, ალბათ, ვერასდროს იქნები შემდგარი და კარგი ადამიანი....
რომც ჩავიჭრა, რატომ უნდა მეშინოდეს? მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრა, თორემ გამოცდების დედა ვატირე....
... როგორც პოხუისტად შევედი, პოხისტად გამოვედი“, - მხიარულ ნოტაზე დაასრულა ინტერვიუ აბიტურიენტმა.