42 წლის ასაკში ცნობილი ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი გარდაიცვალა. - ინფორმაციას „რეპორტიორი“ ავრცელებს. გუგა კვიტაშვილი უკურნებელი სენით იყო დაავადებული.
გუგა კვიტაშვილი 90-იანი წლების მეორე ნახევარში „მოამბის“ წამყვანი იყო, მუშაობდა რეჟისორად, იყო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის პრეს-მდივანი.
პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა მინსკში, ბოლო თვეები–საქართველოში დაბრუნებული მძიმედ ავადმყოფი ლოგინს იყო მიჯაჭვული.
ასეთივე ავადმყოფობის შედეგად, უდროოდ გარდაიცვალა მამამისიც–ცნობილი ტელეჟურნალისტი ზურა კვიტაშვილი.
„აფხაზეთის ხმა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.