-
2014-05-16 21:09
IDFI -ის ცნობით, ყველაზე დიდი შემოსავალი 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მინისტრს და ეს თანხა 83 076 ლარს შეადგენს. ასევე ქვეყნდება მინისტრების მოადგილეთა სახელფასო დანამატების სახით მიღებული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.
IDFI – იმ სამინისტროებს 2014 წლის 27 იანვარს, 2013 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა.
როგორც IDFI-ში განმარტავენ, სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად,თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში მინისტრის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება.
„პრემიერმინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარი) გარდა თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) , რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით სულ შეადგენს 6 900 ლარს.
სხვა მინისტრების შემთხვევაში 2013 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით მიღებულ შემოსავლებში განსხვავება განპირობებულია პრემიერმინისტრის ბრძანების გამოცემამდე იანვარ-თებერვალში მინისტრების მიერ მიღებული განსხვავებული ოდენობის პრემიებით და დანამატებით ან/და მინისტრის პოზიციაზე წლის განმავლობაში სრულად არ ყოფნის გამო",-აცხადებენ ორგანიზაციაში.