
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მიიღო დროული და სწორი პრევენციული ღონისძიებები-ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. ბაბუაძის თქმით, ამაში დიდი წვლილი ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიუძღვის.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ბრძენია და დაინახავს ამ ყველაფერს, იმისდა მიუხედავად თუ რა ბინძური პიარები იყო ჩემი ყოფილი სამსახურის წინააღმდეგ აგორებული. ჩემი აზრით და ყველას აზრი ეს არის, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის იმისა თუ როგორ უნდა მიიღო დროული და სწორი პრევენციული ღონისძიებები და ეს ყველაფერი დამსახურება არის ხალხის კონსოლიდაციის და სოლიდარობის და პირველ რიგში ალბათ იმ პროფესიონალიზმის, რომელიც აჩვენეს ბოლო 1 თვის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. ასევე ექიმების, რომლებიც წინა ფლანგზე იბრძვიან“, - აღნიშნა ბაბუაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.