ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახხებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ქალაქში გზების, ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ, თუმცა აქაც, მე მგონი, ყველასათვის ცხადია, რომ ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ არ არსებობს. მოხდება მხოლოდ იმ ქუჩების დამუშავება, დაახლოებით, 50-60 ქუჩაზეა საუბარი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელიც ყველაზე ხალხმრავალია და მეტი ადამიანი სარგებლობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.