
გუშინ დილით ამ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტი იყო, დაგვემატა - 13. ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ახალი 13 პაციენტიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში, დანარჩენები თბილისში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„აქედან ორთან მძიმე პნევმონიაა. თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია. 70 წელს გადაცილებულ კაცს აქვს შაქრიანი დიაბეტი. მეორესთან პრობლემა ასაკია. პაციენტები ჩვენთან გუშინ დღის მეორე ნახევარში მოათავსეს. მათ უტარდებათ კვლევები,“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.