
ჰიდროქსიქლოროქინზე-როგორც კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციურ პრეპარატზე აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას აღნიშნული პრეპარატის 29 მილიონი აბი მარაგებში აქვს და მისი გამოყენება
კორონავირუსის სიმპტომების არმქონე ადამიანებს შეუძლიათ.
„დასაკარგი რა არის? ამ სიტუაციას ასე თუ ისე არ ვუყურებ. გვსურს ამ სიტუაციიდან გამოსვლა. არ ვარ ექიმი, მაგრამ საღი აზრი მაქვს. მინდა, რომ ხალხმა იცოცხლოს. ვხედავ, რომ ხალხი იღუპება. რას ვკარგავთ"-აცხადებს ტრამპი.
" ვფიქრობ, მეცნიერების თვალსაზრისით, საბოლოოდ ვერ ვიტყვით, რომ ეს პრეპარატი მუშაობს“ განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩმა.