
გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით უკვე 5 936 ადამიანი დაავადდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის უკვე 91 714 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ზედიზედ მესამე დღეა მცირდება ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. კვირას ქვეყანაში 5 936 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შაბათს 6 082, პარასკევს კი 6 174. ვირუსს გერმანიაში უკვე 1 342 ადამიანი ემსხვერპლა.