
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლე კერი სიმონდსი აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ სიმონდსი Twitter-ზე წერს.
მისი განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.
„ერთი კვირა საწოლში გავატარე და კორონავირუსის ყველა ძირითადი სიმპტომი მქონდა. ტესტირების გავლა არ დამჭირვებია, 7 დღის შემდეგ კი თავს უკეთ ვგრძნობ“, - დაწერა სიმონდსმა და მოუწოდა ყველა ორსულ ბრიტანელს, გაეცნონ მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ისინი.
კერი სიმონდსი და ბორის ჯონსონი შვილს ზაფხულში ელოდებიან.