სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება

Image

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

 

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილთან ერთად გაეცნო.

 

„შესაბამისი ხსნარებით ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. მსგავსი ღონისძიება სამ ლოკაციაზე უკვე ჩატარდა. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. დღეს სამუშაოები ქავთარაძის ქუჩაზე განხორციელდება. ასევე, დამუშავდება გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს  მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა იმ ქუჩაზე გავაგრძელებთ, რომელიც ხალხმრავალია. ავტომობილების სავალი ნაწილის გარდა, ასევე, მუშავდება ტროტუარები. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ მოერევა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების სახით, ამის გაკეთება მნიშნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

 

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში. უკვე მეორე დღეა, ჩვენი სპეცმანქანებით, თბილისის მერიას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში ვეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. შინაგან საქმეთა 

 

მინისტრის დავალებით, მსგავს ღონისძებებში ჩართულობას აქტიურად განვაგრძობთ. აქვე მინდა, თბილისის მერს და მერიას აქტიური სამუშაოებისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

 

535.jpg

 

 

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს თბილისის მერთან ერთად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !