-
2020-04-04 12:00
რატომ არ დაფიქსირდა საქართველოში Covid19-ით სიკვდილი – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული ტელეკომპანია “ფოქს ნიუსი” გიორგი გახარიასთან ინტერვიუს.
მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა .
“მარტივი არ იყო ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ბევრად იოლია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვიდრე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. დავიწყეთ აგრესიული გადაწყვეტილებით, დავიწყეთ მნიშვნელოვანი სოციალური შეკრებების აკრძალვა, დავხურეთ სკოლები და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გადავიყვანეთ საკარანტინე ობიექტებზე და ღამით გადაადგილება სრულად ავკრძალეთ, ოფიციალური რეაგირება მოხდა 22 იანვარს, როდესაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს უხანში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. მაშინ, ვუთხარით ქართველებს, რომ არსებობდა მცირე, თუმცა თეორიული შანსი იმისა, რომ ვირუსს საქართველომდე მოეღწია. ჩვენ ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება დავიწყეთ,შორს ვართ იმის თქმისგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შეგვეფერხებინა. გვჯერა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. გავაგრძელებთ ექსპერტებთან მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანმრთელობის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის შეგვეძლება საქართველოს ხელახლა გახსნა” – აღნიშნავს გიორგი გახარია.