-
2020-04-04 11:13
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. ამის შესახებ ექიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კვლავ მძიმედ რჩება. ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღეში შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ უკვე მათი გამოჯანმრთელებაც დადგება", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14