-
2020-04-04 11:04
მადონამ მილიონი დოლარი გადარიცხა ფონდში, რომელიც მეცნიერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში ეხმარება. ამის შესახებ Variety წერს.
„ვურთდგები ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მცდელობას შექმნან პრეპარატი, რომელიც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს ან მისი მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს მედმუშაკების, ყველაზე მოწყვლადების და ჩვენი მეგობრების და ოჯახების დასაცავად არის საჭირო“, - წერს მადონა თავის ვებგვერდზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29