
აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7402-ს მიაღწია. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 277 953 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12 283 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა