
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა.
„ჩვენ კლინიკაში გვყავს ხუთი ჩვილი, ორის მდგომარეობა მძიმეა. სამის შედარებით დამაკმაყოფილებელი. კრიტიკულია ის ორი ახალშობილი, რომლებიც არიან აპარატულ სუნთქვაზე“, - აღნიშნა ტურძელაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.