
ანგელა მერკელი კარტანტინის დასრულების შემდეგ სამუშაოს უბრუნდება.
ანგელა მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მან კარანტინში 12 დღე გაატარა.
„დღეს კანცლერი სამუშაო ადგილს უბრუნდება და გერმანიის მართვას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.