
თუ ასე ეშინიათ, მაშინ სააღდგომო ლიტურგია სტადიონზე ჩატარდეს-ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„აღდგომას წირვა არ ჩატარდეს - ეს გამორიცხულია. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. შეიძლება ის სტადიონზე ან გარე სივრცეში ჩატარდეს, სადაც ადამიანებს დისტანციის დაცვა შეეძლებათ. აღდგომა დღეს ძალიან ბევრი ხალხი მოვა, ძნელი იქნება ტაძრებში დისტანციის დაცვა, ამიტომ ის გარეთ ჩატარდეს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.