-
2020-04-03 17:36
თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ითაა შესაძლებელი-ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ეკლესია გასცემს რეკომენდაციას, როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს.
„პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს“, - განაცხადა ილარიონმა და აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.