-
2020-04-03 15:47
საქართველოს ხელისუფლება ეპიდემიის რეალურ მასშტაბებს მალავს-განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა.
„სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტების ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფა მწიფდება. ხალხი იძულებულია ქვეყნიდან გაქცევის ნებისმიერი საშუალება გამოძებნოს, რათა თავი დააღწიოს კორონავირუსს. ვუთანაგრძნობთ საქართველოს მოსახლეობას ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მაგრამ ეს, პირველ რიგში, საქართვცელოს ხელისუფლების პრობლემაა, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის რეალური მასშტაბების დამალვას ცდილობს“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.
ე.წ. მინისტრმა ასევე ურჩია საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხის საჭიროებებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა