
ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
„ჯანდაცვის სამინისტრო იყო პირველი სტრუქტურა, რომელმაც დონაცია გაიღო. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ჩვენს სსიპ-ს, რომ მიეღო ეს როგორც საჭიროება და საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენი სსიპ-ები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში. ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში, რა თქმა უნდა, მოვუწოდებდი, რომ სისხლი ჩააბარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან კოვიდს, მაგრამ მათ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.