იმედისმომცემი შედეგები-როგორ დასრულდა COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის ცდები

Image

პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ცნობით, მათ უკვე შექმნეს ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა. მას შემდეგ, რაც ვაქცინა თაგვებს თითის წვერის ზომის დასაწებებელი ნაჭრით შეუყვანეს, მათ ორგანიზმში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმ ოდენობით წარმოიქმნა, რომ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ვირუსის გასაუვნებელყოფად.

 

კვლევა უკვე რეცენზირებულია სხვა მეცნიერთა მიერ და გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალ The Lancet-ის გამოცემა EBioMedicine-ში. მკვლევრებმა მუშაობა საკმაოდ სწრაფად შეძლეს, რადგან სამუშაოს გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდათ წინა კორონავირუსული ეპიდემიების დროს. „გვაქვს გამოცდილება SARS-CoV-ზე 2003 წელს და MERS-CoV-ზე 2014 წელს. ამ ორმა ვირუსმა, რომლებიც SARS-CoV-2-ის საკმაოდ ახლო ნათესავები არიან, გვასწავლა, რომ კონკრეტული ცილა, რომელსაც წვეტი ცილები ჰქვია, საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემის ვირუსის წინააღმდეგ სტიმულირებისთვის. უკვე ვიცოდით, ზუსტად რა ადგილას უნდა დაგვერტყა ახალი ვირუსისთვის. სწორედ ამიტომ არის ვაქცინების კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოვანესი. არასოდეს იცი, როდის და საიდან მოვა ახალი პანდემია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის ქირურგიის პროფესორი ანდრეა გამბოტო.

 

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის პროფესორის, დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ლუის ფალოს განცხადებით, ვაქცინის ასე სწრაფად შექმნა მათ სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანების შედეგად შეძლეს.  კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი mRNA ვაქცინისგან განსხვავებით, რომლის კლინიკური ცდებიც ახლა დაიწყო, ახალი ვაქცინა, სახელად PittCoVacc-ი (პიტსბურგის კორონავირუსის ვაქცინა) ეფუძნება უფრო დამკვიდრებულ მიდგომას — იმუნურობის შესაქმნელად იყენებს ლაბორატორიაში დამზადებულ ვირუსული ცილის ნაწილებს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს გრიპის ამჟამინდელი ვაქცინაც.

 

გარდა ამისა, პოტენციალის გასაზრდელად, მკვლევრებმა გამოიყენეს ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის ახალი მიდგომა, რომელსაც მიკრონემსურ წყებას უწოდებენ. ეს წყება წარმოადგენს თითის გულისოდენა ნაჭერს, რომელზე მოთავსებული 400 ნემსს წვეტი ცილის ნაჭრები კანში შეყავს, სადაც იმუნური რეაქცია ყველაზე ძლიერია. ეს ნაჭერი ე. წ. სანტავიკის მსგავსია, მაგრამ დაფარულია მიკრონემსებით, რომლებიც დამზადებულია მთლიანად შაქრითა და ცილის ნაწილაკებით; დაკვრის შემდეგ ისინი მთლიანად კანში იხსნება.  „ეს ტექნოლოგია ეფუძნება ჭრილობის შეხვევის ძველ მეთოდს, რომელიც ასევე გამოყენებულია ყვავილის ვაქცინის კანში შესაყვანად, თუმცა, ჩვენი ვერსია გაცილებით მაღალტექნოლოგიური და ეფექტიანია, ამავე დროს თითქმის უმტკივნეულო, პაციენტი ვერაფერს იგრძნობს“, — ამბობს ფალო.  ამავე დროს, სისტემა ძალიან მასშტაბურია. ცილის ნაწილაკები დამზადებულია „უჯრედების საწარმოს“ მიერ — გამოყვანილი უჯრედები ფენა-ფენაა დაწყობილი SARS-CoV-2-ის წვეტი ცილის შესაყვანად და შესაძლებელია გამრავლებაც. ინდუსტრიული მასშტაბითაა შესაძლებელი ცილების გამოყვანაც. მიკრონემსების მასობრივი წარმოებისათვის საჭიროა ცილისა და შაქრის ნაზავის დაობება ცენტრიფუგების გამოყენებით. დამზადების შემდეგ, საჭიროებამდე შესაძლებელია ვაქცინის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე, სრულიად არ საჭიროებს მაცივრის გამოყენებას ტრანსპორტირების ან შენახვისთვის.

 

„ვაქცინათა უმეტესობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყებისას წარმოების მასშტაბზე სულ არ ფიქრობ, მაგრამ როდესაც ცდილობ სწრაფად შექმნა ვაქცინა პანდემიის წინააღმდეგ, ეს პირველი მოთხოვნა გახლავთ“, — ამბობს გამბოტო.  თაგვებზე ტესტირებისას, PittCoVacc-მა კორონავირუს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულთა მთელი ტალღა მიკრონემსებიანი ნაჭრის დაკვრიდან ორ კვირაში წარმოქმნა.

ამ ცხოველებზე დაკვირვება გრძელვადიან პერიოდში ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მათ მიერ შექმნილმა MERS-CoV-ის ვაქცინამ თაგვებში შარშან ვირუსის გასაუვნებელყოფად საჭირო რაოდენობის ანტისხეულები წარმოქმნა და ახლაც, ვაქცინირებულ თაგვებში იგივე ტენდენცია აჩვენა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონემ.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ SARS-CoV-2-ის ამ მიკრონემსურმა ვაქცინამ პოტენციალი შეინარჩუნა გამა-გამოსხივებით სტერილიზაციის შემდეგაც კი — რაც საკვანძო ნაბიჯია ადამიანებში გამოყენებისთვის შესაფერისი პროდუქტის შესაქმნელად.

 

კვლევის ავტორები ამჟამად ახალი პოტენციური ვაქცინის დამტკიცებას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ელოდებიან, კლინიკური ცდების I ფაზას კი უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყებენ.  „პაციენტებში ვაქცინის გატესტვას ჩვეულებრივ წელიწადი ან მეტი სჭირდება. თუმცა, ახლა სიტუაცია სრულიად სხვაგვარია, ისეთი, რაც ჯერ არასოდეს გვინახავს და ამიტომ არ ვიცით, რამდენ ხანს წაიღებს კლინიკური ცდების პროცესი, მაგრამ ვფიქრობთ, წინ ძალიან სწრაფად უნდა წავიდეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, პიტსბურგის სამედიცინო სკოლის პროფესორი, დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ლუის ფალო.

 

მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით.

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !