-
2020-04-03 12:55
ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ ქვეყნებზე საუბრობს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში.
„ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია“, - წერს Foreign Policy.
სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება დროული იყო. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ქვეყნის ეკონომიკაც რთულ მდგომარეობაშია, საქართველომ ვირუსის წინააღმდეგ ზომების გატარება თებერვლის ბოლოს დაიწყო. ქვეყანაში დაიხურა სკოლები, თეატრები და დაიწყო დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება. საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს“, – ვკითხულობთ სტატიაში საქართველოს შესახებ.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გაჭირვებას მიჩვეულია, რადგან ქვეყანაში იყო რამდენიმე სამოქალაქო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდე მძიმე 90-იანი წლები გამოიარა.