
ეს არის ის შემთხვევა, როცა პაციენტის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს. რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ პაციენტისთვის მოევლო და ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო ამ პაციენტთან“, - აღნიშნა იმნაძემ.
მისი თქმით, დაინფიცირებული ექთნის ყველა კონტაქტი მოკვლეულია.