
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი შეიმუშავა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს.ალგორითმში პაციენტთა 3 ჯგუფია გათვალისწინებული. პირველი რიგში ეს არიან სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას. თუმცა ახალი ალგორითმი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობას იმ პირებსაც მისცემს, ვისაც მოგზაურობის ანამნეზი არ აქვთ და ამბოლატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტლებს ცხელებით მიმართავენ. მესამე ჯგუფს კი მაღალი რისკის პირები მიეკუთვნებიან: კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებებში მომუშავე პირები."-აღნიშნა გაბუნიამ.