
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება,რომლებიც შემდეგ წმინდა ცეცხლს პოლიციის ესკორტის თანხლებით, ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.
ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.
ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.