
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 859 716 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია ვებგვერდ Worldmeter-ზე ვრცელდება.
აქედან 42 340 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 178 333-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.